ფეხბურთი

13:41 | 11.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგიას საგოლე პასი და მეშვიდე ყვითელი

გერმანიის საფეხბურთო მე-3 ლიგის 24-ე ტურში “ჰალეშერმა”, რომელშიც აკაკი გოგია გამოდის, სტუმრად მესამეადგილოსან “შტუტგარტ კიკერსთან” 1:1 ითამაშა. გერმანიის მოქალაქე ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და 89-ე წუთზე მისი პასის შემდეგ, ტიმო ფურუხოლმა ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა საპასუხო გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიტანეს. გოგიამ 32-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მიმდინარე სეზონში მან 26 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 7-ჯერ “გააყვითლეს”. “ჰალეშერი” 37 ქულით 20 გუნდში მეთერთმეტეა.

“უნტერჰახინგი”, სადაც საქართველოს მოქალაქე ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი ირიცხება, შინ “მაინცი II”-თან 1:2 დამარცხდა. “ჰუფნაგელი” თადარიგში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “უნტერჰახინგი” 31 ქულით 20 გუნდში მეთხუთმეტეა.

სამხრეთ აფრიკის უმაღლესი ლიგის 22-ე ტურში, “ბიდვესთ ვითსმა”, რომელშიც გიორგი ნერგაძე ასპარეზობს, სტუმრად “ამაზულუსთან” 1:3 წააგო. ქართველი ნახევარმცველი 18-კაციან სამატჩო განაცხადში კვლავ არ იყო.

0.116711