თამაშგარე

10:26 | 11.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კილი გონსალესი ნარკობარონი ეგონათ

ვინც 10-15 წლის წინ მსოფლიო ფეხბურთს ადევნებდით თვალს, აუცილებლად გემახსოვრებათ ნიჭიერი არგენტინელი ფეხბურთელი, კილი გონსალესი, რომელიც ესპანურ “ვალენსიაში” მართლაც შესანიშნავად ასპარეზობდა და თავის ფლანგზე მოწინააღმდეგეებს იმას უშვრებოდა, აქ დაწერა რომ გვეუხერხულება...

მაგრამ მსახვრალმა დრომ ყველაფერი შეცვალა, დიდი ვარსკვლავები დავიწყებას მიეცნენ და კილის წისქვილის ქვამაც სულ სხვანაირად დაიწყო ბრუნვა. ამ ცოტა ხნის წინ, საქმე ისე იყო აწყობილი, რომ ეს ჩვენი კილი კინაღამ ბუენოს-აირესის პოლიციამ დააკავა ერთობ სამარცხვინო – ნარკოტიკული საშუალებების გამყიდველის ბრალდებით.

ვეტერანი არგენტინელი მალევე გაათავისუფლეს და ბოდიშიც მოუხადეს. როგორც აღმოჩნდა, გონსალესი სახეზე ერთ-ერთ არგენტინელ ნარკობარონს მიამსგავსეს და და ბუენოს-აირსეის პოლიციამაც თავის გამოდება მოინდომა, რაც ასეთი ცუდი და კილისათვის გულსატკენი შედეგით დასრულდა.

0.157268