ფეხბურთი

23:00 | 10.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

რანხელმა “სუონსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

როგორც “სუონსის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ესპანელმა მცველმა ანხელ რანხელმა უელსურ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.

“დიდი მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას. მათ ჩემთან თანამშრომლობის გახანგრძლივება ისურვეს, რაც მავალდებულებს კარგად ვითამაშო და გუნდისთვის სასარგებლო ვიყო” – აღნიშნა ესპანელმა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

რანხელი “სუონსში” 2007 წლიდან თამაშობს. მან ამ დრომდე კლუბის შემადგენლობაში 315 მატჩი ჩაატარა. 2007 წლამდე ნაკლებად ცნობილ ესპანურ კლუბებში “ჟირონაში,” “სანტ ანდრეუსა” და “ტერასაში” გამოდიოდა.

0.127437