სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:16 | 10.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიასთვის სეზონი დასრულებულია

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ თბილისის “დინამოს” კაპიტანი ნიკა ჭანტურია სეზონის ბოლომდე გამოაკლდა. ამის შესახებ თბილისური გუნდის ოფიციალური საიტი იუწყება. 20 წლის მცველმა საქართველოს უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში “ზესტაფონის” წინააღმდეგ (3:2) მატჩში ტრავმა მიიღო, როგორც შემდგომმა გამოკვლევამ აჩვენა მას ჯვარედინი იოგები დაუზიანდა და საოპერაციო შეიქნა.

ნიკა ჭანტურია “დინამოში” 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ასპარეზობს, ხოლო გუნდის კაპიტნად იანვრიდან ითვლება. მიმდინარე სეზონში მან “დინამოელთა” მაისური უმაღლესი ლიგის 12 შეხვედრაში მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.110827