ლონდონის “მილოულის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო იან ჰოლოვეი დაითხოვა. ამის შესახებ ВВС იუწყება.
14 თვის განმავლობაში ჰოლოვეის ხელმძღვანელობით ჩატარებული 62 მატჩიდან “მილოულმა” 14 მოიგო, 19 ფრედ დაასრულა და 29 წააგო. ამჟამად, გუნდს 36 ტურის შემდეგ, 31 ქულით, ინგლისის ჩემპიონლიგაში ბოლოსწინა 23-ე ადგილი უკავია.
სეზონის ბოლომდე “მილოულს” ნილ ჰარისი გაწვრთნის, რომელიც თავის დროზე ამავე გუნდის ფორვარდი იყო.