გიორგი ფოფხაძე ბიალისტოკის “იაგიელონიას” შეუერთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. პოლონური ქართველმა მარცხენა მცველმა პოლონური საფეხბურთო კლუბის ვებგვერდთან აღნიშნა, რომ “იაგიელონიაში” თავს როგორც შინ, ისე გრძნობს.
გიორგი ფოფხაძე: “ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე არ იყო და მაკლდა. პოლონეთის სხვა კლუბებიც მეპატიჟებოდნენ, მაგრამ ამ ქვეყანაში ჩემთვის მხოლოდ “იაგიელონიაა”. ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში მინსკის “დინამოში” ვისინჯებოდი, რომელიც იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც “იაგიელონია” იყო.
გასული სეზონი როგორც დამთავრდა ვიცით. მაშინ, იმ გუნდებში მოსახვედრად, რომლებიც ჩემპიონობისთვის და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებდნენ, სანტიმეტრები დაგვაკლდა. ახლა მიზანთან უფრო ახლოს ვართ. გუნდი კარგად თამაშობს და ბოლო პერიოდში ყველა დაბრუნებას მთხოვდა. შარშან ნოემბერში თბილისში მაცეი გაიოშსა და ნიკა ძალამიძეს შევხდი. ბედნიერი ვარ, რომ კვლავ აქ ვითამაშებ. “იაგიელონიაში” თავს როგორც შინ, ისე ვგრძნობ”.