ლუგანსკის “ზორიას” ნახევარმცველ ჯაბა ლიპარტიას მიერ მარიუპოლის “ილიჩევეცთან” გატანილი გოლი, უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში ქართველი ლეგიონერებისთვის 450-ე აღმოჩნდა.
მე-16 ტურში, “ზორია” სტუმრად მარიუპოლელებთან 1:2 დამარცხდა და პირველი ტაიმის 26-ე წუთზე 27 წლის ქართველმა ანგარიში გაათანაბრა.
მიმდინარე სეზონში ლიპარტიამ უკრაინის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა.