ბათუმის “დინამოს” ტრავმამოშუშებული ნახევარმცველი გელა გოგიტიძე და თავდამსხმელი მიხეილ კაკალაძე დაუბრუნდნენ.
ბათუმელების საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურში მარტვილში ადგილობრივ “მერანთან” მატჩისთვის ემზადებიან და ორივე მოთამაშემ გუნდთან ერთად ივარჯიშა.
მიმდინარე სეზონში 24 წლის გოგიტიძემ 7 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო 32 წლის კაკალაძეს 7 შეხვედრაში მეტოქეთა კარი არ აუღია.