გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი ვარჯიშს სრული დატვირთვის დაუბრუნდა. ინდივიდუალური ვარჯიში მცველმა თებერვლის ბოლოს დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია “რეკორდმაისტერთა” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ფილიპმა ტერფი 2014 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში მოიტეხა და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. მიუხედავად სრული დატვირთვით დაწყებული ვარჯიშისა, ივარაუდება, რომ მიმდინარე სეზონში პეპ გვარდიოლა სასტარტო შემადგენლობაში ლამს არ გამოიყენებს.
2014/15 წლების სათამაშო პერიოდში მსოფლიო ჩემპიონმა “ბაიერნის” მაისურით 18 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.