თამაშგარე

10:48 | 10.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოპტიმისტი ვანესა ჯერი

პერუელი მოდელი, ვანესა ჯერი, რომელიც პერუს საფეხბურთო ნაკრების თილისმადაა მიჩნეული, დარწმუნებულია, რომ მისი მშობლური ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები ამჯერად აუცილებლად გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე და პერუული ფეხბურთის წინსვლა სულ მალე თვალსაჩინო ამბავი გახდება.

თამამი ფოტოების გადაღების მოყვარული ვანესა ამბობს, რომ პერუში ყველას ყელში ამოუვიდა მათი ქვეყნის ნაკრების წარუმატებლობები და ახალი და წარმატებული პერუს ნაკრების მშენებლობაში ყველა ამ ქვეყნის მოქალაქე თავის წვლილს დადებს და ამ დიად საქმეში სხვებს, რა თქმა უნდა, არც ეს მწყაზარი ქალბატონი ჩამორჩება.

როგორც იცით, პერუს საფეხბურთო ნაკრები უკანასკნელ ათწლეულებში ვერაფრით ახერხებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას და ბოლივიის ბეჩავ ნაკრებთან ერთად, სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ეტაპის მუდმივ მაჩანჩალადაა ქცეული. რამდენად გამართლდება ვანესა ჯერის ოპტიმიზმი - ამას მალე შევიტყობთ.

0.137188