იტალიის სერია A-ს XXVI ტური ორი საინტერესო მატჩით დასრულდა. ლიდერმა მდევარს უკვე მთელი 11 ქულით გაასწრო. მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი კიდევ უფრო გამძაფრდა.
“რომას” მორიგი დაკარგული ქულების შემდეგ, ტურინის “იუვენტუსს” სხვაობის გაზრდის კიდევ ერთი კარგი შანსი მიეცა, რომელიც “ბებერმა ქალბატონმა” მძიმედ, მაგრამ მაინც გამოიყენა. “იუვესთვის” “სასუოლო” მიმდინარე სეზონში კერკეტი კაკალი გამოდგა. პირველ წრეში გუნდებმა ფრედ, 1:1 ითამაშეს. მაშინ ტურინელთაგან დაუვიწყარი გოლი პოლ პოგბამ გაიტანა. ამჯერადაც 21 წლის ფრანგმა თქვა მთავარი სიტყვა. ისე, როგორ იქნებოდა, რომ პოგბას გატანილი გოლი ლამაზი არ ყოფილიყო. 82-ე წუთზე მან საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად, მოხდენილად გადაგზავნა ანდრეა კონსილის კარში და თავისიანებს მოაგებინა. ამ გამარჯვების შემდგომ კი მასიმილიანო ალეგრის გუნდმა “რომას” 11 ქულით გაასწრო.
26-ე ტურში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტერესს რომის “ლაციოსა” და ფლორენციის “ფიორენტინას” დაპირისპირება იწვევდა. ორივე გუნდი ბოლო დროს წარმატებულად თამაშობს და თანაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გაცხარებით იბრძვიან. თუმცა, ამ მატჩში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო “ლაციოს” სახით. სტეფანო პიოლის გუნდმა ალბათ, სეზონის საუკეთესო თამაში აჩვენა და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა. რომაელებმა დაწინაურება მალევე შეძლეს. მე-6 წუთზე ლუკას ბილიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი გოლი გაიტანა. თუ ფლორენციელებმა პირველ ტაიმში მასპინძლებს წინააღმდეგობა გაუწიეს, მეორე 45 წუთში ვერაფერს გახდნენ. ანტონიო კანდრევამ პენალტით ორმადე გაზარდა სხვაობა, ხოლო შემდგომ, მიროსლავ კლოზეს ჯერი დადგა. მირომ ტოსკანელებს ორჯერ გაუტანა და საკუთარ გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით, - 4:0 მოაგებინა. ამ გამარჯვების შემდეგ, “ლაციო” მესამეადგილოსან “ნაპოლის” დაეწია, ხოლო მეორეადგილოსან, თანაქალაქელ “რომას” უკვე მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.
“ლაციო” – “ფიორენტინა” 4:0 (1:0)
რომი, “ოლიმიკო”
მაყურებელი: 30.000
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო (ნოვარეტი 49), რადუ; კატალდი, ბილია, მაური (ონაზი 81); კანდრევა (კეიტა 77), კლოზე, ანდერსონი
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“ფიორენტინა” (4-3-3): ნეტო; ტომოვიჩი, სავიჩი, ბასანტა, პასკუალი; ბადეი (ხოაკინი 77), მატი ფერნანდესი, კურტიჩი; დიამანტი (პიზარო 46), ილიჩიჩი (ჯილარდინო 55), სალაჰი
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლები: 1:0 ბილია (6), 2:0 კანდრევა (65, პენ), 3:0 კლოზე (75), 4:0 კლოზე (85)
გაფრთხილება: მაურისიო (48), კანდრევა (65) – ბასანტა (28), კურტიჩი (63), ტომოვიჩი (64)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (14) – 7 (1) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 3:5 გაფრთხილება: 2:3
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო
“იუვენტუსი” – “სასუოლო” 1:0 (0:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 38.000
“იუვენტუსი” (4-3-1-2): სტორარი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; ვიდალი, მარკიზიო, პოგბა; პერეირა (პეპე 63); ტევესი (ბარძალი 87), მორატა (ლორენტე 63)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, პელუზო, ლონგი; მანიანელი, ბრიგი (ჩისბა 79), მისიროლი (ლაზარევიჩი 84); ბერარდი, ძაძა, სანსონე (ტაიდერი 72)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლი: 1:0 პოგბა (82)
გაფრთხილება: ტევესი (37), პოგბა (78) – მისიროლი (26), სანსონე (69), მანიანელი (80), ძაძა (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 2 (1) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 13:1 გაფრთხილება: 2:4
მსაჯი: სებასტიანო პერუცო
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 15 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 13, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 13, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 12, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 11.