ფეხბურთი

18:34 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მატიელოს ოპერაცია წარმატებით გაუკეთდა

“კიევო” – “რომას” მატჩის მე-16 წუთზე დაშავებულ ფედერიკო მატიელოს დღეს დილით რომში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ფეხბურთელის სარეაბილიტაციო კურსი 5-დან 7 თვემდე გასტანს. სწორედ ამ დროის შედეგ, ელიან 19 წლის ფეხბურთელის მწვანე მინდორზე დაბრუნებას.

“ფედერიკო მატიელოს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა”, - იუწყება “კიევოს” ოფიციალური ვებგვერდი.

ოპერაციის შემდგომ, საკუთარი ტვიტერის გვერდზე თავად ფეხბურთელმაც გააკეთა განცხადება:

“უამრავი გამამხნევებელი მესიჯი მივიღე. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის”, - დაწერა მატიელომ.

ფედერიკო მატიელო, რომელიც ტურინის “იუვენტუსის” საკუთრებაშია და ვერონელთა რიგებში იანვრის თვიდან მოყოლებული ასპარეზობს, გუშინდელი მატჩის დროს ბელგიელ რეჯა ნაინგოლანთან შეჯახებისას დაშავდა.

0.168696