ფეხბურთი

18:00 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძოლა "კალიარიდან" დაითხოვეს

იტალიური "კალიარის" ხელმძღვანელობამ კლუბის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯანფრანკო ძოლა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია სარდინიული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ძოლა "კალიარიდან" არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. სარდინიული კლუბი 26 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში მე-18 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონაში იმყოფება. კლუბი სამშვიდობო ზონას 4 ქულით ჩამორჩება. "კალიარიმ" ბოლო 6 მატჩში მხოლოდ ქულა აიღო. ძოლას ბოლო შანსი შაბათს ჰქონდა, თუმცა მისმა გუნდმა "სამპდორიასთან" წააგო (0:2).

48 წლის სპეციალისტი "კალიარიში" გასული წლის 24 დეკემბრიდან მუშაობდა.

0.117943