კატალონიის “ბარსელონას” ახალმა სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ განაცხადა, რომ “მანჩესტერ სიტის” და “პარი სერ ჟერმენს” შეუძლიათ ლიონელ მესის ყიდვა, თუმცა სატრანსფერო პოლიტიკაში ფინანსური ფეირ-პლეის პრინციპების დაცვამ არგენტინელი ვარსკვლავი ცდუნებისგან იხსნა.
“ვფიქრობ უახლოეს მომავალში შეუძლებელია მესის წასვლა, მაგრამ “სიტის” და პსჟ-ს ძალიან დიდი ფული აქვთ, ამ კლუბებს მესის გადაბირება შეუძლიათ.” – განაცხადა ბრაიდამ.
მიმდინარე სეზონში “ბლაუგრანას” სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი შესანიშნავად ასპარეზობს. 9 მარტს “რაიოსთან” მოგებულ შეხვედრაში მესიმ ლა ლიგაში სარეკორდო 24-ე ჰეთრიკი შეასრულა. სულ კი 38 მატჩში ლეოს 41 გოლი და 23 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.