ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი ჯონი ევანსი ექვსმატჩიანი დისკვალიკაციით დასაჯა.
მიზეზი არასპორტული საქციელია, რომელიც ჩრდილო ირლანდიელმა მცველმა "ნიუკასლთან" მოგებულ (1:0) შეხვედრაში ჩაიდინა. მან პაპის დემბა სისეს შეაფუთხა, რომელმაც ანალოგიურად უპასუხა. იმის გამო, რომ სისე არასპორტულ საქციელში ადრეც იყო შემჩნეული, მას ერთი მატჩით დიდხანს მოუწევს უქმობა.
მიმდინარე სეზონში 27 წლის მცველმა 17 შეხვედრა ჩაატარა.