კალათბურთი

13:00 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი მოედანს უბრუნდება

დღეს, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ვთბ-ლიგის ეგიდით “კრასნი ოკტიაბრს” ეთამაშება და სავარაუდოა, რომ მომავალ მატჩში მონაწილეობას ქართველი კალათბურთელიც მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილმა ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, ახლა კი, ვარჯიში განაახლა და ვოლგოგრადში მოსკოველებთან ერთად გაემგზავრა.

აღსანიშნავია, რომ მომავალ მატჩში ცსკა ორ წამყვან კალათბურთელს მოისაკლისებს. ანდრეი ვორონცევიჩს და ანდრეი კირილენკოს მცირე ტრავმები აწუხებთ და მოსკოვში დარჩნენ.

მომავალი თამაში სტარტს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.119061