ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის გამო ინგლისის თასის “გაწირვა” უწევს.
“არსენალი” ინგლისის თასის 1/4-ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედს” დღეს ეთამაშება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე “მონაკოს” (პირველი მატჩი 3:1 “მონაკოს” სასარგებლოდ) 17 მარტს უნდა შეხვდეს.
“კალენდარი ცუდადაა გაწერილი, რადგან ინგლისის თასის შეხვედრები ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის წინ იმართება. ამიტომ, მუდამ დილემის წინაშე ვდგავარ და სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მიწევს. ფეხბურთელი სრულად მზად არაა და რომელი ტურნირი შევწირო? ახლა უპირატესობას ჩემპიონთა ლიგას ვანიჭებ. იყო შემთხვევები, როდესაც სხვაგვარად მოვიქეცი და ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდა - დავკარგეთ ერთი ან ორი საკვანძო მოთამაშე მნიშვნელოვან მატჩამდე ორი-სამი დღით ადრე” - ამბობს ვენგერი.