ფეხბურთი

1:08 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას გუნდი "სტიაუასთან" დამარცხდა

ბუქარესტის “სტიაუამ” შინ 1:0 დაამარცხა “კლუჟი.” გიორგი ჭანტურიამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 79-ე წუთზე შეცვალეს. "კლუჟი" სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება, "სტიაუა" კი ჩემპიონატის ლიდერია.

კვიპროსის ჩემპიონატში ლარნაკას “აეკმა” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა “ომონია.” უჩა ლობჟანიძემ სრულად ითამაშა. ქართველი მცველის კლუბი სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.

პორტუგალიის ჩემპიონატში ითამაშა ავთანდილ ებრალიძემ. “ჟილ ვისენტემ” გასვლით მატჩში ფრედ 1:1 ითამაშა “ეშტორილთან.” ებრალიძე სათადარიგო იყო და 62-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

0.118881