თამაშგარე

0:54 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონეს კაპარჩხანა ცოლყოფილი არ ცხრება

არგენტინელი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ყოფილი ცოლი, ექსმოდელი კაროლინა ბალდინი არ ცხრება და მადრიდის “ატლეტიკოს” ამჟამინდელ მესაჭეზე სულ მწარე-მწარეებს იძახის, ეს კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სიმეონეს მხრიდან ცოლთან დაშორების ინიციატივა კაროლინას მძიმე ხასიათმა განაპირობა.

დიეგო სიმეონესა და ბალდინის სამი საერთო შვილი ჰყავთ და თავიდან გაყრის გამო არგენტინელი მწვრთნელი საზოგადოებამ მწარედ გაკიცხა, მაგრამ ახლა კაროლინმა თავისი კაპარჩხანა ხასიათი ბოლომდე გამოავლინა და მისი მხარდამჭერთა რიცხვიც სავარაუდოდ ძალიან შემცირდება.

არადა ჯერ კიდევ შარშან, ბალდინი ევროპელ ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ მისი და დიეგო სიმეონეს სიყვარული მარადიული ტრფიალების გვირგვინით იყო შემკული და ვერა ძალა ვერ ჩადგებოდა მათ შორის. მაგრამ, თქვენც კარგად იცით, რომ ჩვენი სურვილები და ოცნებები ხშირად რეალობასთან ძალიან შორსაა.

0.160702