ფეხბურთი

21:55 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილის გოლი კვიპროსის ჩემპიონატში

იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურში “კარლო კასტელანიზე” “ემპოლსა” და “ჯენოას” შორის გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გენუელები 27-ე წუთზე ნიანგის გოლით დაწინაურდნენ, 66-ე წუთზე კი ბარბამ გაათანაბრა. ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე განაცხადში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია.

კვიპროსის ჩემპიონატში “ახნასმა” შინ 3:1 დაამარცხა “ოთელოსი.” მასპინძელთა კარში ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა. როინ კვასხვაძემ და გრიგალაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარეს, ხოლო სასტარტოში მოთამაშე ლევან ხმალაძემ მოედანი 75-ე წუთზე დატოვა. მე-18 წუთზე ხმალაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.

კვიპროსის ჩემპიონატში “აია ნაპასა” და “ნეა სალამინას” შორის გამართული მატჩი 0:0 დასრულდა. გიორგი პაპავამ სრულად ითამაშა, შოთა გრიგალაშვილი კი ტრავმის გამო კვლავ ვერ ეხმარება კლუბს. პაპავამ 42-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

საბერძნეთის სუპერლიგის 27-ე ტურში “ოფი” შინ 0:1 დამარცხდა “ქსანთისთან.” დამარცხებულთა შორის სრულად ითამაშეს ლორიამ და მერებაშვილმა. ქართველი მეკარემ ორი სეივი შეასრულა, მერებაშვილმა კი 51-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

უკრაინის პრემიერლიგის მე-16 ტურში ლუცკის “ვოლინმა” ოდესის “ჩერნომორეცს” უმასპინძლა. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. “ვოლინის” შემადგენლობაში სრულად ითამაშა სანდრო კობახიძემ.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ბაქოს “ინტერმა” გასვლით მატჩში 2:0 დაამარცხა ბაქოს “ნეფთჩი.” კახა ცხადაძის გუნდში სრულად ითამაშა ლაშა სალუქვაძემ, გიორგი ლომაია და ბაჩანა ცხადაძე კი განაცხადში იმყოფებოდნენ, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ. 54-ე წუთზე ლაშა სალუქვაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.

0.135515