“ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ “რაიო ვალეკანოს” 6:1 განადგურების შემდეგ ჟურნალისტებს თავისი მოსაზრებები გაუზიარა.
“ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ “რეალს” გავუსწარით. მიუხედავად დიდი ანგარიშით წაგებისა, საქებარს სიტყვებს იმსახურებს “რაო ვალეკანო”. ისინი ჩვენნაირი სტილის ფეხბურთს თამაშობენ. რაც შეეხება ჩავის, ის დიდი ფეხბურთელია. მე მინდა რომ ჩავი ერნანდესი “ბარსელონაში” დარჩეს, მაგრამ ყველაფერი ფეხბურთელის გადასაწყვეტია.”- განაცხადა ბართომეუმ.