ჩოგბურთი

19:56 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვოზნიაცკიმ 23-ე ტურნირი მოიგო

მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერმა დანიელმა კაროლინა ვოზნიაცკიმ “Malaysian Open”-ის ფინალში რეიტინგის 94-ე ნომერი რუმინელი ალექსანდრა დულგერუ 4:6, 6:2, 6:1 დაამარცხა და მალაიზიური ტურნირი პირველად მოიგო.

მატჩი საათი და 53 წუთი გაგრძელდა. ვოზნიაცკიმ 3 ეისი ჩააწოდა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა. მან კარიერაში WTA-ს 23-ე ტურნირში გაიმარჯვა.

24 წლის ჩოგბურთელი ფინალამდე სეტწაუგებლად მივიდა. ამ გამარჯვებით კაროლინა რეიტინგში 250 ქულას და 43 000 დოლარს დაიმსახურებს.

გახარებულმა სოციალურ ქსელში თავისი სურათი ატვირთა და იქვე კომენტარი გააკეტა: “ძალიან ბედნიერი ვარ, 23-ე ტიტული მოვიგე. პირველი სელფია თასთან ერთად. მადლობა მალაიზიას ასეთი დიდებული კვირისთვის”

0.128051