კალათბურთი

18:32 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰოვარდმა ვარჯიში დაიწყო

ამერიკული მედიის ცნობით, “ჰიუსტონ როკეტსის” ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა ვარჯიში დაიწყო.

30 იანვარს ჰოვარდმა მუხლი დაიზიანა და თვეზე მეტია, მოედანზე არ გამოსულა. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია მოთამაშის 6 ან 8 კვირაში დაბრუნების შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ჰოვარდის მოედანზე დაბრუნების თარიღი უცნობია.

მიმდინარე სეზონში ჰოვარდი საშუალოდ მატჩში 16.3 ქულას და 11 მოხსნას აგროვებს.

0.120372