ფეხბურთი

16:38 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ დი მარიას არ ეშვება

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “პარი სერ ჟერმენი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს არგენტინის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის, ანხელ დი მარიას გადაბირებას კვლავ შეეცდება.

ფრანგები მზად არიან, “წითელ ეშმაკებს” სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 60 მილიონი გირვანქა გადაუხადონ. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ევროპული მედია დი მარიას მომავალს პსჟ-ს უკავშირებდა, მოლაპარაკებაც მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ ინგლისურმა კლუბმა იმარჯვა.

მიმდინარე სეზონში 27 წლის არგენტინელმა პრემიერლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. “რეალიდან” “მანჩესტერში” გადასვლის დროს ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება თრანსფერმარკეტ-ის მიხედვით 50 მილიონ ევროს შეადგენდა, 2015 წლის თებერვლის მონაცემებით– 65 მილიონ ევროს.

0.132184