“ლოს ანჯელეს კლიპერსმა” ათდღიანი კონტრაქტი გაუფორმა ნეიტ რობინსონს. რობინსონი ლოსანჯელესურ კლუბში 8-ნომრიანი მაისური ითამაშებს.
რობინსონის დებიუტი “კლიპერსის” შემადგენლობაში დღეს შედგება. თბილისის დროით 23:30 საათზე “გოლდენ სტეიტი” შინ “კლიპერსს” დაუპირისპირდება.
30 წლის ნეიტ რობინსონი (180 სმ) საკმაოდ გამოცდილი კალათბურთელია. ნეიტი 2005 წლიდან ნბა-ში თამაშობს. რობინსონი “ნიუ იორკის”, “ბოსტონის”, “ოკლაჰომას”, “გოლდენ სტეიტის”, ჩიკაგო ბულზის” და დენვერ ნაგეტსის” ღირსებას იცავდა. გამთამაშებელი, თავისი სიმაღლის მიუხედავად, ნბა-ს ჩატენვების კონკურსის სამგზის გამარჯვებულია.