ფეხბურთი

13:05 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი და ვენგერი: თასის მოგებას ლიგის საგზური გვირჩევნია

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი პრემიერლიგაში მეოთხე ადგილის დაკავებას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ინგლისის თასის მოგებას.

9 მარტს მანჩესტერელები თასის მეოთხედფინალში ლონდონის “არსენალს” მასპინძლობენ და ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მანამდე ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა.

“ჩემი მიზანი მუდამ დასახული ამოცანების მიღწევა იყო, ეს კი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაა. თუ მოვიგებთ რომელიმე ტურნირს, დიდებული იქნება. დიდებული იქნება მოთამაშეებისა და მწვრთნელებისთვის, მაგრამ “მანჩესტერში” გატარებულ პირველ სეზონში ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. ვფიქრობ, არსენ ვენგერი მართალია, ის მუდამ სიმართლეს ამბობს: ჩემპიონთა ლიგა უმაღლესი დონის კლუბებისთვის არსებობს. ფანტასტიური შედეგი იქნება თუ ჩემპიონატს მეოთხე ადგილზე დავასრულებთ. ინგლისის თასის მოგება ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლებას არ მოგცემს და მხოლოდ ტიტული შეგრჩება. მე ვეთანხმები ვენგერს.” - თქვა ვან გაალმა.

პრემიერლიგაში ჩატარებული 28 თამაშის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედი” 53 ქულით მეოთხე ადგილზეა.

0.118018