ფეხბურთი

4:09 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” საშველი აღარ უჩანს

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურმა სტარტი ტრადიციულად ორი შეხვედრით აიღო. თავდაპირველად, “სამპდორიამ” საკუთარ მოედანზე “კალიარის” აჯობა, ხოლო შემდგომ “მილანმა” მორიგი უსახური შეხვედრა ჩაატარა და აუტსაიდერ “ვერონას” ვერ მოუგო.

ფილიპო ინძაგის გუნდის საშველი, როგორც ჯერჯერობით ისევ არ ჩანს. “როსონერიმ” “ჰელას ვერონას” უმასპინძლა და სამი ქულა მატჩის ბოლო წუთზე გაანიავა. თავიდან სტუმრები იგებდნენ ვეტერანი ლუკა ტონის პენალტით. ლომბარიდელებმა წინ გასვლა მეორე ტაიმში შეძლეს. ფრანგმა ჟერემი მენეზმა პენალტით იხეირა, ხოლო ტაკჩიდისმა საკუთარი კარი დალაშქრა. და მაინც, მასპინძლებს გამარჯვება არ დასცლადათ. 90-ე წუთზე ურუგვაელმა ნიკო ლოპესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.

დღის და მთლიანად ტურის პირველ მატჩში კი გენუის “სამპდორიამ” გასავარდნ ზონაში მყოფ “კალიარის” ადვილად მოუგო. ლიგურიელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ მეორე ბურთი საკუთარ ანგარიშზე კამერუნელმა სამუელ ეტო’ომ ჩაიწერა, ვინაც “დორიას” მაისურით პირველად გაიტანა.

ტურის დარჩენილი მატჩები 8 და 9 მარტს გაიმართება.

“სამპდორია” – “კალიარი” 2:0 (1:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21.000

“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; ობიანგი, პალომბო, აკქუა (სორიანო 67); ედერი, მურიელი (ოკაკა 59), ეტო’ო (დანკანი 86)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; აველარი, გონსალესი (ჩეპიტელი 88), როსეტინი, კაპუანო; კრესეტიჯი (ჰუსბაუერი 77), კოსუ, დესენა (საუ 61); ფარიასი, ლონგო, მპოკუ

მწვრთნელი: ჯანფრანკო ძოლა

გოლები: 1:0 დე სილვესტრი (33), 2:0 ეტო’ო (72)

გაფრთხილება: აკქუა (41), რომანიოლი (50) – აველარი (35), კოსუ (39)

გაძევება: აველარი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 9 (4) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 7:1 გაფრთხილება: 2:2 გაძევება: 0:1

მსაჯი: დინო ტომაზი

“მილანი” – “ვერონა” 2:2 (1:1)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 40.000

“მილანი” (4-3-1-2): დიეგო ლოპესი; ბონერა, პალეტა, მექსე, ანტონელი; მუნტარი, პოლი, ბონავენტურა; მენეზი (დესტრო 90); ჩერჩი (ჰონდა 64), პაცინი (ბოკეტი 77)

მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; პიზანო, მორასი, მარკესი (როდრიგესი 50), იონიტა; სალა, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი (ობადი 62); გომესი, ტონი, იანკოვიჩი (ლოპესი 79)

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

გოლები: 0:1 ტონი (18, პენ), 1:1 მენეზი (41, პენ), 2:1 ტაკჩიდისი (47, ა.გ), 2:2 ლოპესი (90)

გაფრთხილება: პოლი (22) – იონიტა (31), ჰალფრედსონი (59), ლოპესი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (3) – 15 (5) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 9:3 გაფრთხილება: 1:3

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 15 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 14, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 13, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 12, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 11, მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”) – 10.

0.118815