ფეხბურთი

2:13 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

აუგსბურგში არც "მგლებს" უფრთხიან

"ბაიერნს" ბუნდესლიგაში იმხელა უპირატესობა აქვს, რომ ხოსეპ გვარდიოლა კარგა ხანია, სხვადასხვა ტაქტიკის დამუშავებებეზე გადავიდა და ბევრ მატჩს უკვე ვარჯიშის სახით უყურებს. ამჯერადაც, გოლი გაუშვა "ჰანოვერისგან", მაგრამ ვითომც არაფერი, მშვიდად ითამაშეს და მოიგეს.

..."ვოლფსბურგი" გოლების ისეთ იშტაზე იყო, რომ ბევრს არ ეგონა, აუგსბურგში მშრალზე თუ დარჩებოდა. 0:1 წააგო. როგორც ჩანს, "აუგსბურგი" სერიოზულად ფიქრობს ჩემპიონთა ლიგაში გასვლაზე. ერთადერთი გოლი ასე გავიდა: ვერნერმა პენალტი დაარტყა, მეკარე ბენალიომ მოიგერია და კორმა დაამატა.

ისე, "ვოლფსბურგმა" გაიტანა (კნოხემ თავით), მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. საეჭვო ეპიზოდი კი იყო, რადგან კნოხე ნახტომისას თითქმის არ შეხებია მეტოქეს.

"დორტმუნდი" ბევრს ეცადა ჰამბურგში მოგებას, მაგრამ 0:0-ს დასჯერდა. იურგენ კლოპის გუნდი ცხრილის შუაშია და საეჭვოა, რომ ოთხეულში გავიდეს: 9 ქულა ჩამორჩენაა და ეს საკმაოდ ბევრია.

ყველაზე სანახაობრივი მატჩი მაინცში გაიმართა. მასპინძლები ორი ბურთის სხვაობით აგებდნენ და ოთხწუთიან მონაკვეთში შესძლეს გათანაბრება - 2:2. "მაინცმა" თითქმის მთელი მატჩი შეტევაში გაატარა, აშარად აჯობა მეტოქეს და მოგებასაც იმსახურებდა.

"ვერდერმა" ფრაიბურგში მოიგო და არგენტინელი დი სანტოო გახდა ერთადერთი გოლის ავტორი. რაც შეეხება "შალკეს", რობერტო დი მატეომ კვლავაც დაცვითი ფეხბურთი აირჩია და გაამართლა. ბევრს უტევდა "ჰოფენჰაიმი", თუმცა "ხუმარები" მედგრად იდგნენ. მატჩის გმირი 19 წლის მაქს მაიერი გახდა, რომელმაც დუბლი მიითვალა.

აუგსბურგი-ვოლფსბურგი 1:0 (0:0)

აუგსბურგი: ჰიტცი, ბაბა, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაიერი, ფოილნერი, კორი, ვერნერი, ალტინტოპი (იანკერი 90+1), ბობადილია (ჯურიჩიჩი 82), ჯი (კაიუბი 61)

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

ვოლფსბურგი: ბენალიო, კნოხე, ნალდო, კალუჯირი, როდრიგესი (შეფერი 77), გულავოგი (ბენდტნერი 73), ლუის გუსტავო, დე ბრუინი, ვიერინია, შიურლე (ტრაში 59), დოსტი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლი: 1:0 კორი (63)

63-ე წუთზე ვერნერმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაფრთხილება: ჰიტცი (12), ნალდო (90+2)

მსაჯი: გრეფე

ბურთის ფლობა: 44-56, დარტყმა: 12 (6)-10 (2), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-3, სეივი: 2-5, ჯარიმა: 9-14

ფრაიბურგი - ვერდერი 0:1 (0:1)

ფრაიბურგი: ბიურკი, გიუმტერი, ჰონი (კემპფი 46), კრმაში, ზორგი, დარიდა, კლაუსი, შმიდი, შუსტერი (ფრანცი 53), მეჰმედი, ფილიპი (დანი შაჰინი 86)

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

ვერდერი: ვოლფი, ფრიტცი, გარსია, პრიოოდლი, ვესტერგარდი, ბარგფრედე, ბარტელსი, გაბრე სელასი, იუნუზოვიჩი (ფელიქს კროოსი 90), ოზთუნალი (მაკიადი 67), დი სანტო (ზელკე 84)

მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

გოლი: 0:1 დი სანტო (35)

გაფრთხილება: დი სანტო (17), შუსტერი (28), ფრანცი (60)

მსაჯი: აითექინი

ბურთის ფლობა: 53-47, დარტყმა: 14 (6)-16 (4), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-5, ჯარიმა: 16-19

ჰამბურგი-დორტმუნდი 0:0

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ (მარკოსი 18), რაისი, ვესტერმანი, ბეჰრამი (კაჩარი 60), ჟირაჩეკი, ნიკო მიულერი, შტიბერი, გუაიდა (ვან დერ ვაარტი 82), ოლიჩი

მწვრთნელი: იენს ცინბაუერი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, კირხი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, სმელცერი, ლარს ბენდერი, გიუნდოგანი, კაგავა (კამპლი 46), ობამეიანგი (იმობილე 77), მხითარიანი (ბლაშჩიკოვსკი 77), როისი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გაფრთხილება: ბეჰრამი (33), მიულერი (41), მხითარიანი (63), დიკმაიერი (67), რეისი (73), ვან დერ ვაარტი (84), სუბოტიჩი (84)

მსაჯი: გაგელმანი

ბურთის ფლობა: 37-63, დარტყმა: 4 (2)-12 (2), კუთხური: 1-7, თამაშგარე: 1-6, სეივი: 2-2, ჯარიმა: 23-12

ჰანოვერი-ბაიერნი 1:3 (1;1)

ჰანოვერი: ცილერი, ალბორნოსი, მარსელო, ჟოაო პერეირა, სანე, შულცი, ბიტენკური, კიოტაკე, შმიდებახი (ია კონანი 76), ბრიანი (პრიბი 68), სობეხი (ხოსელუ 57)

მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი

ბაიერნი: ნოიერი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა, ბერნატი, დანტე (ლევანდოვსკი 32), რაფინია, ალონსო (შვაინშტაიგერი 67), გიოტცე (რიბერი 53), თომას მიულერი, რობენი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 კიოტაკე (25), 1:1 ალონსო (28), 1:2, 1:2 მიულერი (61 პენ, 72)

გაფრთხილება: ალონსო (39), ბერნატი (64), ბიტენკური (77), რიბერი (83)

მსაჯი: ველცი

ბურთის ფლობა: 27-73, დარტყმა: 4 (1)-12 (3), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 0-0, ჯარიმა: 12-7

შალკე-ჰოფენჰაიმი 3:1 (2:0)

შალკე: ველენროიტერი, აიჰანი, ფუხსი (უჩიდა 34), ჰიოვედესი, ნასტასიჩი, ბარნეტა, ჰიოგერი (გორეცკა 56), მაიერი, ნოიშტადტერი, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი (მატიპი 84)

მწვრთნელი; რობერტო დი მატეო

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ბისაკჩიჩი, კიმი, პოლანსკი (ამირი 82), ფირმინო, შტრობლი, შვეგლერი, ციუბერი (შალაი 62), მოდესტე (აბრაჰამი 46), ფოლანდი

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 1:0 ფუხსი (12), 2:0, 3:0 მაიერი (41, 53), 3:1 ფოლანდი (73)

გაფრთხილება: შტრობლი (11), ფუხსი (17)

მსაჯი: დანკერტი

ბურთის ფლობა: 54-46, დარტყმა: 14 (5)-18 (7), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 2-5, სეივი: 6-2, ჯარიმა: 14-18

მაინცი-გლადბახი 2:2 (0:1)

მაინცი: კარიუსი, ბელი, ბროზინსკი, პარკი, ბიუნგერტი, ბაუმგარტლინგერი, კლემენსი (ჰოფმანი 46), გაისი, დე ბლაზისი, მალი (კუ 88), ოკაზაკი

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

გლადბახი: ზომერი, ჯონსონი, კორბი, იანჩკე, შტრანცლი (ბრაუერსი 71), კრამერი, ვენდტი, ტრაორე (ჰერმანი 63), ჯაკა, კრუზე, რაფაელი (ნორდვაიტი 88)

მწვრთნელი:Lლუსიენ ფავრი

გოლები: 0:1, 0:2 რაფაელი (27, 67), 1:2 გაისი (73), 2:2 ოკაზაკი (77)

გაფრთხილება: ჯაკა (72), ჰოფმანი (80), ვენდტი (80)

მსაჯი: ფრიტცი

ბურთის ფლობა: 46-54, დარტყმა: 23 (7)-6 (3), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 5-2, სეივი: 1-5, ჯარიმა: 6-12

0.11706