ესპანური AS-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და “პორტუს” მცველი დანილო კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. სამხრეთამერიკელი “სამეფო გუნდთან” 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ესპანელები პორტუგალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაუხდიან. 23 წლის მცველი ახალ გუნდში ხელფასის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს. დანილო ამჟამად “დრაკონების” რიგებში 700 000 ევროს გამოიმუშავებს.
კარლო ანჩელოტის პრესკონფერენციაზე დანილოს შესახებ ჰკითხეს, რაზეც იტალიელმა შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა: “ევროპაში მოთამაშე ყველა ფეხბურთელი ვიცი. დანილოს შესახებ გამიგია და მეტი არაფერი.”
მიმდინარე სეზონში დანილომ 32 მატჩში 4 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.