ფეხბურთი

19:00 | 7.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამოს" სტადიონის მაკეტები წარადგინეს

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დღეს 7 მარტს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ადგილობრივი "დინამოს" სტადიონის მაკეტები გამოიფინა, რომლებიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე სხვადასხვა კომპანიებმა წარადგინეს. გამოფენაზე 11 სტადიონის პროექტი იყო წარმოდგენილი.

აღნიშნულ კონკურსზე განაცხადების მიღება 4 მარტს დასრულდა და სულ 12 განაცხადი (6 ქართული, 6 უცხოური) დაფიქსირდა. ერთი ქართული კომპანიის განაცხადი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დოკუმენტაციის ვერწარდგენის გამო დაბლოკა.

20 000 მაყურებელზე გათვლილი ბათუმის ოლიმპიური სტადიონი ფიფას და უეფას სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. პროექტები ქართულმა, უკრაინულმა, იტალიურმა, ბერძნულმა, პოლონურმა და ესპანურმა კომპანიებმა მოამზადეს. "დინამოს" სტადიონის მშენებლობისთვის მაკეტის შერჩევის ბოლო ვადა 12 მარტია.

0.242674