ფეხბურთი

18:45 | 7.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ბასკების წინააღმდეგ

ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა “სან მამესზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ბილბაო” ლა ლიგის ერთპიროვნულ ლიდერს მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.

მიმდინარე კვირა “ბილბაოსთვის” ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ბასკებმა ოთხშაბათს გასვლაზე აჯობეს “ესპანიოლს” და ესპანეთის თასის ფინალში გავიდნენ, სადაც “ბარსელონას” დაუპირისპირდებიან.
კოპა დელ რეისგან განსხვავებით, კლუბი არადამაჯერებლად გამოიყურება ჩემპიონატში, ხოლო ევროპა ლიგაზე “ტორინოს” ბარიერი ვერ დაძლია. ამ მომენტისთვის “ბილბაო” ლა ლიგაში მე-10 ადგილს იკავებს და ყველაზე კარგ შემთხვევაში მე-8 პოზიციაზე შეუძლია გასვლა. დღევანდელი შეხვედრისთვის ბასკები სერიოზულად ემზადებიან და ეცდებიან, რომ საძულველ მეტოქეს მნიშვნელოვანი ქულები აართვან. ერნესტო ვალვერდე ტრავმების გამო იტურასპეს, ბუსტინზას და იაგოს მოისაკლისებს, ხოლო აიმერიკ ლაპორტეს თამაში საეჭვოა. დისკვალიფიცირებულია მიკელ სან ხოსე.

მადრიდის “რეალმა” გასულ კვირას მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა “ვილიარეალთან” და დღეს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს, რადგან “ბარსელონამ” მათი წაბორძიკებით ისარგებლა და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. “ბლანკოსს” შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი ელის, თუმცა მადრიდელებმა გერმანიაში კომფორტული სხვაობით მოუგეს "შალკეს" (2:0) და შეუძლიათ, რომ მხოლოდ დღევანდელ მატჩზე იფიქრონ. “რეალს” ლუკა მოდრიჩი დაუბრუნდა, თუმცა ანჩელოტის გადაწყვეტილებით დღესაც დაისვენებს. ხამესი და რამოსი კვლავ ტრავმირებულნი არიან.

21:00 ბილბაო - რეალი

სავარაუდო შემადგენლობები

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, გურპეგი, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, ბენიატი, მ.რიკო, სუსაეტა, მუნიაინი, უილიამსი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

რეალი (4-4-2): კასილასი, პეპე, ვარანე, კარვახალი, მარსელო, კროოსი, სილვა, ისკო, ბეილი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: უნდიანო მალენკო

ტურის სხვა მატჩების ანონსი იხილეთ ამ ბმულზე

თეგებილა ლიგა
0.06045