“პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა განაცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლიგა 1-ს 28-ე ტურის მატჩში “ლანსის” წინააღმდეგ მონაწილეობას მიიღებს.
ფრანგმა სპეციალისტმა გადაწყვიტა ლონდონის “ჩელსისთან” დაპირისპირებამდე რამდენიმე მოთამაშე დაასვენოს და ვინაიდან შვედს დისკვალიფიკაცია ჰქონდა, იბრაჰიმოვიჩისთვის “ლანსთან” დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩისთვის მოსამზადებელი ეტაპად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
პსჟ ლიგა 1-ში მატჩს დღეს 7 მარტს შინ თბილისის დროით 20:00 საათზე გამართავს, ხოლო “არსიტოკრატების” და პარიზელების დაპირისპირება “სტემფორდ ბრიჯზე” 11 მარტს გაიმართება.