ფეხბურთი

15:27 | 7.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

საჩემპიონთალიგო ბრძოლა

იტალიის სერია A-ში ამ უიქ-ენდზე XXVI ტურის მატჩები გაიმართება. ცენტრალური შეხვედრა ნეაპოლშია დაგეგმილი, სადაც ადგილობრივი “ნაპოლი” მილანის “ინტერს” უმასპინძლებს. არანაკლებ ინტერესს იწვევს რომის “ლაციოსა” და ფლორენციის “ფიორენტინას” მატჩი. ლიდერი “იუვენტუსი” სახლში “სასუოლოს” დაუხვდება, ხოლო მისი მდევარი “რომა” ვერონაში “კიევოს” სტუმრობს.

“სამპდორია” – “კალიარი”

თარიღი: 7 მარტი, 21:00 საათი

ადგილი: გენუა, “მარასი”

26-ე ტურის სტარტს გენუაში აიღებს, სადაც “სამპდორიას” სარდინიული “კალიარი” ეწვევა. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი ევროსაგზურებისთვის აცხადებს პრეტენზიას, თუმცა ბოლო პერიოდში რიხიანად ვეღარ ასპარეზობენ. და მაინც, ბოლო ტურში სტუმრად “ატალანტას” მძიმე ბრძოლაში აჯობეს. კუნძულელებს სრულიად საპირისპირო მდგომარეობა აქვთ. ჯანფრანკო ძოლას ბიჭები გასავარდნ ზონაში არიან და სიტუაციის მალე გამოსწორება მართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ელიტასთან გამომშვიდობება მოუწევთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; აკქუა, პალომბო, ობიანგი; ედერი, ეტო’ო, მურიელი

“კალიარი” (4-3-2-1): ბრკიჩი; პიზანო, როსეტინი, დიაკიტე, მურუ; დესენა, კრესეტიჯი, ჰუსბაუერი; კოსუ, მპოკუ; ლონგო

მსაჯი: ტომაზი

“მილანი” – “ვერონა”

თარიღი: 7 მარტი, 23:45 წუთი

ადგილი: მილანი, “სან სირო”

დღის მეორე შეხვედრაში “მილანი” “ვერონას” მასპინძელი იქნება. “როსონერის” წარუმატებელ თამაშზე იმდენი იწერება და ითქმება, რომ ახლის დამატება უადგილოცაა. ფილიპო ინძაგის ირგვლივ კი ვრცელდება ხმები, თითქოსდა ეს მატჩი მისი ბოლო შანსია. რამდენად სიმართლეს შეესაბამება ზემოთხსენებული ამას მოგვიანებით გავიგებთ. მანამდე კი ლომბრადიელებს მეტოქის დამარცხება მართებთ. ანდრეა მანდორლინის “ვერონა” კი დარჩენისთვის იბრძვის. გუნდმა ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ “კალიარის: აჯობა და წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. ახლა კი “ჰელასის” ფეხბურთელები “სან სიროზეც” წარმატებულ თამაშს ივარაუდებენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“მილანი” (4-3-1-2): დიეგო ლოპესი; ბონერა, პალეტა, ბოკეტი, ანტონელი; პოლი, მუნტარი, ბონავენტურა; მენეზი; ჩერჩი, დესტრო

“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; პიზანო, მარკესი, მორასი, აგოსტინი; სალა, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; გომესი, ტონი, იანკოვიჩი

მსაჯი: ჯაკომელი

“ჩეზენა” – “პალერმო”

თარიღი: 8 მარტი, 15:30 წუთი

ადგილი: ჩეზენა, “დინო მანუცი”

ხვალინდელი სათამაშო დღის პირველ მატჩს “დინო მანუცის” სტადიონი უმასპინძლებს. აუტსაიდერი “ჩეზენა” სიცილიურ “პალერმოს” დაუხვდება. დომენიკო დი კარლოს გუნდი ბოლო პერიოდში გონზე მოვიდა და ქულების დაგროვებაც ნელ-ნელა დაიწყო, რამაც გუნდს არგავარდნის იმედი ჩაუსახა. რადიკალურად სხვა სიტუაციაა “პალერმოში”. კუნძულელებს გავარდნის საფრთხე არ ემუქრებათ და ყოველგვარი წნეხის გარეშე უწევთ ასპარეზობა, რასაც მათ თამაშში დადებით ელფერი შეაქვსრაც მთავარია ჯუზეპე იაკინის წამყვანი ფორვარდები, ფრანკო ვასკესი და პაულო დიბალა მწყობრში ჰყავს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; პერიკო, ლუკინი, კრაინჩი, რენძეტი; ჯორჯი, მუდინგაი, დე ფეუდისი; ბრიენცა; დეფრელი, ჯურიჩი

“პალერმო” (4-3-1-2): სორენტინო; ვიტიელო, ტერცი, ანდელკოვიჩი, დაპრელა; რიგონი, მარესკა, ბარეტო; ქუაისონი, ვასკესი; დიბალა

მსაჯი: ბანტი

“კიევო” – “რომა”

თარიღი: 8 მარტი, 18:00 საათი

ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”

სკუდეტოს ჯერ კიდევ მაძიებელი “რომა” “კიევოს” სტუმრად ეთამაშება. რუდი გრასიას გუნდი ფრეების ეპიდემიიდან ვერაფრით განიკურნა. “ჯალოროსიმ” ბოლო 8 მატჩიდან 6 საყაიმო ანგარიშით დაასრულა. მათ შორის, ბოლო “იუვენტუსის” წინააღმდეგ, რომელთანაც კაცნაკლულმა გაათანაბრა და შანსები ისევ დაიტოვა. თუ რამდენად რეალურია ეს შანსი ამას მოგვიანებით გავიგებთ, მანამდე კი აუტსაიდერთა შორის მყოფი “კიევოა” დასამარცხებელი. როლანდო მარანის გუნდს კი თავისი მიზნები და გასაჭირი აქვს. “ჯალობლუს” ქულების დაგროვება ერთობ უძNელდება და სახიფათო ზონაშია გაჩხერილი. “რომასთან” წესით გუნდი ერთი ქულითაც კმაყოფილი უნდა დარჩეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; მატიელო, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; მეჯორინი, პელისიერი

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, ასტორი, კოული; ნაინგოლანი, დე როსი, კეიტა; იტურბე, ლიაიჩი, ჟერვინიო

მსაჯი: მაცოლენი

“ემპოლი” – “ჯენოა”

თარიღი: 8 მარტი, 18:00 საათი

ადგილი: ემპოლი, “კარლო კასტელანი”

“ემპოლი” “ჯენოას” უმასპინძლებს. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია და წესიტ ეს მატჩი კარგი სანახავი უნდა გამოდგეს. მაურიციო სარის ტოსკანური გუნდი იმაზე კარგ თამაშს აჩვენებს, ვიდრე მისგან ელოდნენ. ასევეა “ჯენოაც”. ლიგურიელები საერთო ვეროსარბიელზე გასასვლელად იბრძვიან. ეს გუნდები იტალიის თასზე დეკემბერში შეხვდნენ ერთამანეთს და მაშინ “ემპოლიმ” 2:0 მოიგო. იმ შეხვედრაში კი ზღაპრული სილამაზის გოლი ქართველმა ლევან მჭედლიძემ გაიტანა, რომელიც ამ მატჩს სავარაუდოდ სათადარიგო სკამიდან დაიწყებს.

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ლაურინი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა; მაკარონე, ტავანო

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; რინკონი, ბერტოლაჩი, კუჩკა, ედენილსონი; იაგო ფალკე, ნიანგი, პეროტი

მსაჯი: მარესკა

“პარმა” – “ატალანტა”

თარიღი: 8 მარტი, 18:00 საათი

ადგილი: პარმა, “ენიო ტარდინი”

როგორც იქნა მოედანს უბრუნდება ემილიური “პარმა”. “ჯალობლუმ” ზედიზედ ორი ტური გამოტოვა და ბოლო მომენტამდე არც ამ მატჩის გამართვა იყო გადაწყვეტილი, თუმცა ბოლო ინფორმაციით “ტარდინიზე” გასამართი შეხვედრა შედგება. “პარმას” მდგომარეობა კატასტროფულია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდი სეზონის დარჩენილ ნაწილს ფორმალურად ჩაატარებს. სამაგიეროდ მნიშვნელოვანია ეს მატჩი “ატალანტასთვის”. ზედიზედ ოთხი წაგებული თამაში შემდეგ, ბერგამოელებს მთავარი მწვრთნელი შეეცვალათ. დაკავებული პოსტი სტეფანო კოლანტუონოს დაატოვებინეს და მის ადგილზე გამოცდილი ედუარდო რეია დანიშნეს. რეიას დებიუტი “პარმას” წინააღმდეგ ექნება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“პარმა” (4-3-3): მირანტე; კასანი, კოსტა, ლუკარელი, გობი; მაური, მარიგა, ნოჩერინო; ვარელა, კოდა, როდრიგესი

“ატალანტა” (4-3-2-1): სპორტიელო; ბელინი, ბენალუანე, კერუბინი, დრამე; ბაზელი, ჩიგარინი, კარმონა; დ’ალესანდრო, ემანუელსონი; დენისი

მსაჯი: დი ბელო

“უდინეზე” – “ტორინო”

თარიღი: 8 მარტი, 18:00 საათი

ადგილი: უდინე, “ფრიული”

ბოლო დროს წარუმატებლად მოასპარეზე “უდინეზე” “ტორინოს” მასპინძელია. ანდრეა სტრამაჩონის გუნდი გამარჯვებასაა დანატრებული. ბოლო დროს კი მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებაც დაირხა ხმები. საპირისპირო ვითარებაა ტურინელთა ბანაკში. ჯამპიერო ვენტურას გუნდს ნოემბრიდან მოყოლებული არ წაუგია და მთელი იტალია აალაპარაკა გადასარევი თამაშით. წინა ტურში კი “ოლიმპიკოზე” “ნაპოლიც” დაამარცხა. გასაკვირი არ იქნება თუ “ხარები” “ფრიულიდანაც” სამი ქულით ხელდამშვენებულნი დაბრუნდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

“უდინეზე” (3-5-1-1): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, პირისი; ვიდმერი, ალანი, პინცი, გილერმე, პასკუალე; კონე; დი ნატალე

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; პერესი, გაცი, ელ კადური, დარმიანი; მაქსი ლოპესი, მარტინესი

მსაჯი: რიცოლი

“ნაპოლი” – “ინტერი”

თარიღი: 8 მარტი, 23:45 წუთი

ადგილი: ნეაპოლი, “სან პაოლო”

ტურის ცენტრალური მატჩი ნეაპოლშია დაგეგმილი. “ნაპოლი” “ინტერნაციონალეს” წინააღმდეგ. რაფა ბენიტესის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და ამ მატჩში სამი ქულის მოპოვებ მათთვის სასიცოცხლოა. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მდევარი გუნდები “აძურის” სათოფეზე აზიან. თავის მხრივ, უმნიშვნელო მატჩი არც “ნერაძურისთვისაა”. რობერტო მანჩინის დამოძღვრილ გუნდს სამმატჩიანი მოგებების სერია წინა ტურში შეუწყდა, როცა საკუთარ კედლებში “ფიორენტინასთან” წააგო და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა. რეაბილიტაციას “ინტერი” სწორედ “სან პაოლოზე” შეეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მესტო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ლოპესი, ინლერი; კალეხონი, ჰამშიკი, გაბიადინი; იგუაინი

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; სანტონი, რანოკია, ჟუან ჟესუსი, დ’ამბროზიო; გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი; შაქირი; პალასიო, იკარდი

მსაჯი: როკი

“ლაციო” – “ფიორენტინა”

თარიღი: 9 მარტი, 22:00 საათი

ადგილი: რომი, “ოლიმპიკო”

მეტად საინტერესო მატჩია დაგეგმილი რომში. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფი “ლაციო” და “ფიორენტინა” ერთამანეთს ხვდებიან. რომაელები მესამეადგილოსან “ნაპოლის” ორი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო თავიანთ ამჟამინდელ მეტოქეს სულ კინკილა ქულით სჯაბნიან. ასე რომ, ამ მატჩს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ექვს ქულიანი თამაში. ფლორენციელების კოზირად კი ეგვიპტელი მოჰამაედ სალაჰი ითვლება. აფრიკელმა ახალი გუნდის მაისურით გამართულ 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა. კოპა იტალიაზე კი ტურინის “იუვენტუსს” სულას დუბლი შეუსრულა და მისსავე მოედანზე დაამარცხა. ერთი სიტყვით ამ მატჩისგან მოლოდინი დიდია.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო, რადუ; ონაზი, ბილია, კატალდი; კანდრევა, კლოზე, ანდერსონი

“ფიორენტინა” (4-3-2-1): ნეტო; რიჩარდსი, სავიჩი, როდრიგესი, პასკუალი; მატი ფერნანდესი, ბადეი, ბორხა ვალერო; სალაჰი, დიამანტი; ილიჩიჩი

მსაჯი: ტალიავენტო

“იუვენტუსი” – “სასუოლო”

თარიღი: 9 მარტი, 23:55 წუთი

ადგილი: ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

ტურის დასკვნით მატჩში ლიდერი “იუვენტუსი” “სასუოლოს” უმასპინძლებს. “ბებერი ქალბატონი” მდევარ “რომას” მთელი 9 ქულით უსწრებს და ზედიზედ მეოთხე სკუდეტოს მოგებასთან ძალზე ახლოსაა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს გამარჯვება არც ამ მატჩში უნდა გაუჭირდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეუსებიო დი ფრანჩესკოს “სასუოლო” კერკეტი კაკალია და ხელწამოსაკრავი მეტოქე არცერთი გუნდისთვისაა. ტურინული თამაში საინტერესო სანახავი უნდა გამოვიდეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; ვიდალი, მარკიზიო; პოგბა; პერეირა; ტევესი, მორატა

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, პელუზო, ლონგი; ტაიდერი, მანიანელი, მისიროლი; ბერარდი, ძაძა, სანსონე

მსაჯი: პერუცო

თეგებისერია A
0.102681