ცხრილიდან გამომდინარე, "შტუტგარტს" აუცილებლად მოგება ესაჭიროებოდა, ხოლო "ჰერტას" ფრეც ხელს აძლევდა. საბოლოოდ, 0:0 და ჰუბ სტევენსის გაწვრთნილი "შტუტგარტი" ბოლო ადგილზე დარჩა. შვაბები გავარდნის უმთავრეს კანდიდატად რჩებიან.
თამაშის დაწყებისთანავე, "ჰერტას" მცველმა ჯონ ჰეიტინგამ ყვითელი ბარათი მიიღო. 15 წამიც კი ვერ "მოიცადა". მთლიანობაში, "შტუტგარტს" ჰქონდა სათამაშო უპირატესობა, გინჩეკსა და კოსტიჩს მეკარე კრაფტმა აუღო რთული ბურთები.
შტუტგარტი-ჰერტა 0:0
შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, შვააბი, ნიდერმაირი, ჰლუშეკი, სერეი (ლეიტნერი 90+1), გენტნერი, კოსტიჩი (კისევეტერი 81), ვერნერი, მაქსიმი, გინჩეკი (იბიშევიჩი 68)
მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი
ჰერტა: კრაფტი (ბიურხერტი 83), პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, ჰეიტინგა (სიგერჩი 46), ლუსტენბერგერი, ჰეგელერი (შულცი 46), შტოკერი, ბერენსი, კალუ
მწვრთნელი: პალ დარდაი
გაფრთხილება: ჰეიტინგა (1), კლაინი (32), კრაფტი (55), შულცი (74, 90+7)), ლეიტნერი (90+2)
გაძევება: შულცი (90+7)
მსაჯი: შტიბერი
ბურთის ფლობა: 70-30, დარტყმა: 14 (3)-7 (2), ჯარიმა: 16-14, კუთხური: 8-2, თამაშგარე: 2-2, სეივი: 1-2