ჩოგბურთი

21:52 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთი “ცალი ფეხით” მეოთხედფინალშია

დევისის თასის მსოფლიო ჯგუფის მერვედფინალის პირველი საასპარეზო დღის შემდეგ სერბეთი მეზობელ ხორვატიას 2:0-ს უგებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ნოვაკ ჯოკოვიჩი და მისი თანანაკრებელები მეოთხედფინალში გავლენ.

“ნოლეს” შემდეგ ქულა სერბებს მსოფლიო რეიტინგის 41-ე ნომერმა ვიქტორ ტროიცკიმ მოუტანა. ამასთან, თუკი ჯოკოვიჩმა ოპონენტი სამსეტიანი მატჩით დაამარცხა, 29 წლის ტროიცკის 18 წლის ბორნა ჩორიჩის წინააღმდეგობის დასაძლევად 5 პარტიის ჩატარება მოუწია. ვიქტორმა ბორნასთან საწყისი 2 სეტი წააგო, შემდეგი 3 მოიგო და თინეიჯერ ხორვატს 4:6, 1:6, 6:3, 6:2, 6:1 სძლია. შეხვედრა 3 საათსა და 3 წუთს გაგრძელდა. ტროიცკის ანგარიშზე 8 ბრეიკი და 12 ეისია. ტროიცკი და ჩორიჩი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

0.113429