კალათბურთი

20:13 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვიმსაძის და გიგი ბარბაქაძის თამაში “დინამოსთანაც” სათუოა

საქართველოს თასის ნახევარფინალში “დინამო”-“ქუთაისი 2010”-ის დაპირისპირებაში იმერელთა გუნდის უკანახაზელის ბუბა კვიმსაძისა და გიგი ბარბაქაძის თამაში სათუოა. მართალია, აღნიშნული კალათბურთელები მსუბუქ ვარჯიშს შეუდგნენ, მაგრამ საეჭვოა თასის გათამაშების ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეძლონ.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ქუთაისი 2010”-ის მთავარი მწვრთნელის მალხაზ კოხრეიძის თანაშემწემ მიხეილ კობეშავიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ კვიმსაძემ და ბარბაქაძემ ტრავმების გამო მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ბოლო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვეს.

“დინამო”-“ქუთაისი 2010”-ის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა ხვალ 18 საათზე კალათბურთის აკადემიის დარბაზში დაიწყება.

0.115398