ლონდონის ჩელსის 25 წლის ესპანელმა მცველმა სესარ ასპილიკუეტამ თავისი თანაგუნდელი ბელგიელი ედენ აზარი შეაქო და აღნიშნა, რომ აზარს “ოქროს ბურთის” მოგების პოტენციალი აქვს.
“აზარი დიდებული ფეხბურთელია. ის უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე რონალდო და მესი, მას შეუძლია პროგრესი განიცადოს. ვფიქრობ მომავალში ედენს შეუძლია “ოქროს ბურთის” ტიტული მოიგოს”- განაცხადა ასპილიკუეტამ.
აზარი “ჩელსიში” 2012 წლიდან თამაშობს, სადაც 96 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. ედენი ბელგიის ნაკრების ღირსებას 2008 წლიდან იცავს, შემტევმა ეროვნულ ნაკრებში 53 მატჩში 6 გოლი გაიტანა.