ფეხბურთი

17:04 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: “არ ვიცი ზლატანი კარიერას პსჟ-ში დაასრულებს თუ არა”

შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი “პარი სერ ჟერმენის” ღირსებას 2012 წლის ზაფხულიდან იცავს. ფეხბურთელის აგენტის მინო რაიოლას განცხადებით, იბრას ფეხბურთის თამაში 42 ან 43 წლამდე შეუძლია და არ იცის კარიერას პარიზულ გუნდში დაასრულებს თუ სხვაგან.

“ზლატანს პსჟ-სთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს. იგი პარიზში ყოფნით ბედნიერია, ცდილობს საუკეთესო ფორმაში იყოს, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები ჰქონდა. მაგრამ იბრას მომავალი საფრანგეთის დედაქალაქში ხანმოკლეა. არ ვიცი შვედი კარიერას პსჟ-ში დაასრულებს თუ არა. ვფიქრობ მას შეუძლია ითამაშოს 42 ან 43 წლამდე, მაგრამ არ ვიცი მომდევნო წლებს სად გაატარებს.” – განაცხადა მინომ.

რაიოლამ აგრეთვე აღნიშნა, რომ ზლატანი იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას თავის, კლუბის და ფრანგული ფეხბურთის გამო.

0.140225