“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი ასისტენტ რაიან გიგზთან კონფლიქტს უარყოფს.
პრესას არ გამოპარვია სხვასხვა რეაქცია მწვრთნელებისა “ნიუკასლის” კარში გატანილ ერთადერთ, ეშლი იანგის გამარჯვების გოლზე. ჰოლანდიელი სპეციალისტი გულწრფელად ხარობდა გატანილი გოლით, მაშინ როდესაც რაიანს არანაირი რეაქცია არ ჰქონია და ამან არაერთი ეჭვი დაბადა.
“ამ შეკითხვით იმედგაცრუებული ვარ, რადგან ყველა ხედავს რაოდენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთად მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ, არა მხოლოდ მე და რაიანი, არამედ სრულიად მწვრთნელთა საბჭო და ფეხბურთელები. მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ უთანხმოება გვაქვს” - თქვა ვან გაალმა.
ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 28 თამაშის შემდეგ “მანჩესტერს” 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.