კალათბურთი

14:24 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის „ბ“ ლიგებში ბრძოლა გახურდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი ორგანიზებას უწევს დედაქლაქის „ბ" ლიგის მატჩებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატები, რომლებიც საკალათბურთო აკადემიისა და 53-ე საჯარო სკოლის დაბრაზებში, ძირითადად კვირაობით იმართება.

16-წლამდელთა „ბ" ლიგაში შედარებით მეტი გუნდი მონაწილეობს, ვიდრე – 18-წლამდელებში. 18 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და 2 წრის თავზე საუკეთესო 4-4 გუნდი მერვედფინალში გავა. 16-წლამდელთა „ბ" ლიგაში დაუმარცხებლად ასპარეზობენ „მართვე 2", „ბასტიონი" და „გორი". რეგულარული ჩემპიონატი ჯერ ეკვატორს არ მიახლოებია და გუნდებს მთავარი ბრძოლები წინ აქვთ.

18-წლამდელთა ჩემპიონატშიც 2 ჯგუფია, თუმცა თითოეულში 7 გუნდია თავმოყრილი. ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი თსუ-2-ია, რომლსაც ჯერჯერობით მხოლოდ 2 მატჩი აქვს გამართული. გათამაშებიდან მოიხსნა თბილისის „ლომები", რომელსაც ყველა მეტოქესთან ტექნიკური – 0:20 წაგება ჩაეწერება.

16 და 18-წლამდელთა „ბ" ლიგის მატჩები მომავალ კვირას, 8 მარტს, საკალათბურთო აკადემიასა და 53-ე საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართება.

www.gbf.ge

0.135819