ესპანური სამაუწყებლო კომპანია La Sexta-ს ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” და “პორტუ” ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველ დანილოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონს გადაიხდიან ესპანელები სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ.
გავრცელებული ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” დანილოში 40 მილიონ ევროს გადაიხდის. 23 წლის ფეხბურთელს პორტუგალიელებთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 20 მილიონ ევროს შეადგენს.