ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ “ნიუკასლ იუნაიტედის” თავდამსხმელი პაპის დემბა სისე შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
სენეგალელი ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედთან” წაგებული (0:1) შეხვედრისას, მეტოქის მცველ ჯონი ევანსთან მომდარი ინციდენტის გამო დაისაჯა. ერთ-ერთი ორთაბრძოლისას წაქცეულმა სისემ ევანსს ფეხი მოუქნია, რაზეც ჩრდილო ირლანდიელმა მოთამაშემ შეფურთხებით უპასუხა, რომელსაც არც პაპისი ჩამორჩა. მსაჯმა აღნიშნული ეპიზოდი ვერ შეამჩნია, თუმცა ტელეკამერებს არაფერი გამორჩენიათ.
სისემ ბოდიში უმალ მოიხადა, თუმცა სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა და მაისამდე ვეღარ ითამაშებს. სენეგალელი “ევერტონთან”, “არსენალთან”, “სანდერლენდთან”, “ლივერპულთან”, “ტოტენჰემთან”, “სუონსისთან” და “ლესტერთან” გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.
მიმდინარე პრემიერლიგაში ჩატარებულ 19 შეხვედრაში სისემ 11 გოლი გაიტანა და “ნიუკასლის” საუკეთესო ბომბარდირია.
ჯერჯერობით არ დაუსჯიათ ევანსი, თუმცა დიდი ალბათობით “იუნაიტედის” მცველსაც გამოუწერენ დისკვალიფიკაციას.
იხილეთ აღნიშნული ინციდენტის ვიდეო