ინგლისური “ლივერპული” ლისაბონის “სპორტინგის” ცენტრალური ნახევარმცველით უილიამ კარვალიოთი ინტერესდება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ი.
როგორც იცით, სეზონის ბოლოს “ლივერპულს” სტივენ ჯერარდი დატოვებს და კლუბის ხელმძღვანელობის მთავარი საზრუნავი მისი ღირსეული შემცვლელის პოვნაა. სახელდება რამდენიმე კანდიდატურა, რომელთაგან ერთ-ერთი პორტუგალიური გრანდის ნახევარმცველია. “ლივერპულის” გარდა, კარვალიოთი ლონდონის “არსენალი” ინტერესდება.
პორტუგალიელ მოთამაშეს “სპორტინგთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და 17 თებერვლის მონაცემებით, 19.36 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.
მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა ლისაბონური კლუბის მაისური 31-ჯერ მოირგო და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.