ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ იმ ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც “სელესაოს” მაისურით ორ უახლოეს ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.
აღსანიშნავია, რომ დუნგამ ნაკრებში მარსელო და რობინიო დააბრუნა.
51 წლის სპეციალისტის რჩეულთა სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: დიეგო ალვეში (“ვალენსია”), ჯეფერსონი (“ბოტოფაგო”), მარსელო გროჰე (“გრემიო”);
მცველები: დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, მარკინიოსი (სამივე პსჟ), ფაბინიო (“მონაკო”), ჟოაო მირანდა (“ატლეტიკო”), მარსელო (“რეალი”), ფელიპე ლუისი (“ჩელსი), დანილო (“პორტო”);
ნახევარმცველები: ლუის გუსტავო (“ვოლფბურგი”), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”), ელიასი (“კორინთიანსი”), სოუზა (“სან პაოლო”), ფელიპე კოუტინიო (“ლივერპული”), ვილიანი, ოსკარი (ორივე “ჩელსი”), დუგლას კოშტა (“შახტარი”);
თავდამსხმელები: რობერტო ფირმინო (“ჰოფენჰაიმი”), დიეგო ტარდელი (“შანდონგ ლუნენგი”), ნეიმარი (“ბარსელონა”), რობინიო (“სანტოსი”).
ბრაზილიის ნაკრები 26 მარტს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება პარიზში, ხოლო სამ დღეში ჩილეს გაეჯიბრება ლონდონში.