იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, “მილანი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ახალი მეკარის ყიდვას შეეცდება. იმავე გამოცემის ცნობით, “როსონერის” მთავარი სამიზნე ბერგამოს “ატალანტას” კარის დარაჯი მარკო სპორტიელოა. სპორტიელომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში და სპეციალისტებისგან მაღალი შეფასება არაერთხელ დაიმსახურა.
22 წლის მეკარემ წლეულს ბერგამოელთა მაისურით 25 შეხვედრა გამართა.