გიორგი მერებაშვილმა ბერძნულ ინტერნეტგამოცემა gazzetta.gr-სთან განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში ოფი-ში აღარ ითამაშებს. “ოფი-დან მივდივარ. გადაწყვეტილებას აღარ შევცვლი. კლუბის მხრიდან არავითარ პატივისცემას არ ვგრძნობ. როდესაც ასეთი ვითარებაა, კლუბში არ უნდა დარჩე. არ მგონია, რომ ოფი-ში კიდევ ვითამაშო. საწყენია, რადგან მართლაც მსურდა გუნდს და იმ ხალხს დავხმარებოდი, ვინც ოფი-ში მუშაობს. თუმცა, სხვა არჩევანი არ დამიტოვეს. ფიფაში საჩივარს გავაგზავნი და შედეგს დაველოდები”, - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც სეზონის ბოლომდე ოფი-ში მხოლოდ ივარჯიშებს.
მისგან განსხვავებით, საბერძნეთის ჩემპიონატის განახლების მერე, მეკარე გიორგი ლორია ოფი-ში სეზონს ჩაამთავრებს.