თამაშგარე

10:19 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანეთის გამორჩეული ოღრაშები

ადამიანები ერთნაირები, რასაკვირველია, არ არიან და სექსი ზოგისთვის გარყვნილებაა, ზოგისთვის კი ცხოვრების ჯანსაღი წესი. შესაბამისად, როდესაც სექსისმოყვარე ცნობილ ფეხბურთელებზე საუბრობენ, ზოგი ამ თვისებას მათ პლუსად უთვლის, ზოგი კი დიდ ნაკლოვანებად.

ამასწინად, ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ერთგვარი კვლევა ჩაატარეს და გამოავლინეს ბრიტთა კუნძულზე მობურთალი ის ფეხბურთელები, რომლებიც ყველაზე ხშირად ეხვევიან სექსუალურ სკანდალში და ყველაზე მეტჯერ ასოცირდა მათი სახელები სტადიონის გარეთ გაკეთებულ ირიბ თუ განივ მოძრაობებთან.

აღმოჩნდა, რომ სექსულურ სკანდალებში ყველაზე მეტჯერ ლონდონური კლუბების, “ჩელსისა” და “არსენალის” ფეხბურთელები ეხვევიან. ამ ორი კლუბის მოთამაშეები არამხოლოდ ინდივიდუალურად გამოიჭირეს მეძავებთან ღლაბუცში, არამედ რამდენეჯერმე კარგა დაშხოშიანი ორგიაც მოუწყვიათ. გარყვნილთა შორის უგარყვნილესად კი, პატივცემული ჯონ ტერი დასახელდა.

0.145221