თამაშგარე

10:14 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლარისა პავლიუჩენკო ცუნდრუკობს

რუსი ფეხბურთელის, რომან პავლიუჩენკოს ცოლი, ლარისა პავლიუჩენკო, ჭეშმარიტად ამართლებს რუს ქალბატონებზე მსოფლიოში შექმნილ სტერეოტიპს და მოსიყვარულე ცოლიდან ამძუვნებულ დედაკაცად თურმე ისე უცებ გადაიქცევა ხოლმე - თვალს ვერ გააყოლებს კაცი.

ამასწინათ, რომანმა თავისი ცოლი ერთ დიდ მიღებაზე წაიყვანა, სადაც ბუნებრივია, სუფრაც გაიშალა და რუსები იქ გამოფენილ სასმელს ისე რომ არ ჩაუვლიდნენ, ესეც ცხადზე-ცხადია. ქალბატონმა ლარისამაც ზომაზე მეტად გადახუხა ალკოჰოლიანი სასმელები და ქმარს რომ არ ეყოჩაღა, რეებს ჩაიდენდა, კაცმა არ იცის.

ერთ-ერთი რუსული ბულვარული გამოცემა იუწყება, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ლარისა პავლიუჩენკო თურმე ხან ერთ სტუმარს ჩაუხტა კალთაში და ხან მეორეს. იქ ”მოსახდენი” ალბათ ვერ მოხდებოდა, მაგრამ აბა მოდი და ენდე ასეთ ქალს! თუმცა ჩვენ რა გვანაღვლებს? რომანმა იდარდოს...

0.114024