ფეხბურთი

4:12 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძლიერების ტური ინგლისში

ინგლისის ჩემპიონატის 28-ე ტური მოწინავე კლუბების სრული უპირატესობით წარიმართა. დღეს და გუშინ გამართულ შეხვედრებში, ცხრილის პირველ რვა პოზიციაზე მყოფმა გუნდებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.

გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “ჩელსიმ” ლონდონურ დერბიში იმარჯვა “ბოლეინ გრაუნდზე”. ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ედენ აზარის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვეს. ბელგიელმა გამარჯვების გოლის გატანა 22-ე წუთზე მოახერხა. “ჩაქუჩებს” გასათანაბრებლად დიდი დრო ჰქონდათ და ამაზე მცდელობა ნამდვილად არ დაუკლიათ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ – 0:1.

მოიგო “ჩელსის” უახლოესმა მდევარმა “მანჩესტერ სიტიმ”, რომელმაც შინ ბოლო ადგილოსანი “ლესტერი” მიიღო და ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხა. ანგარიში ტაიმის ბოლოს დავიდ სილვამ გახსნა, ხოლო შეხვედრის მიწურულს შეცვლაზე შემოსულმა ჯეიმს მილნერმა საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა – 2:0.

ლონდონური დერბი შედგა “ლოფტუს როად სთედიუმზეც”, სადაც ქპრ “არსენალს” მასპინძლობდა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს და ხუთწუთიან მონაკვეთში ორი გოლის გატანა მოახერხეს. 64-ე წუთზე ანგარიში ოლივიე ჟირუმ გახსნა, ხოლო 69-ე წუთზე ალექსის სანჩესმა გაზარდა სხვაობა. მასპინძელებმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს, 82-ე წუთზე ანგარიში ჩარლი ოსტინმა დაასველა – 1:2.

ძალიან გაუჭირდა გამარჯვება “მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელიც გასვლაზე ეთამაშებოდა “ნიუკასლს”. კლუბებს საკმაოდ ბევრი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ტიმ კრული და დავიდ დე ხეა მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ორივე მხარე უკმაყოფილო იყო მსაჯობით, მასპინძლები ენტონი ტეილორს პენალტის დანიშვნას სთხოვდნენ პირველ ტაიმში, ხოლო სტუმრები მიიჩვენდნენ, რომ უეინ რუნის გოლი უსამართლოდ იყო გაუქმებული. ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე გავიდა, რომელიც ცოტათი კურიოზული აღმოჩნდა. რუნიმ “კაჭკაჭთა” მცველები ძალიან დააბნია, რამაც მათი პანიკა გამოიწვია და ყველაფერი ტიმ კრულის უხეში შეცდომით დაგვირგვინდა, რომელმაც ცარიელ კართან მდგომ ეშლი იანგს გადააწოდა ბურთი და ნახევარმცველსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია – 0:1. აღსანიშნავია, რომ მოედანს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხონას გუტიერესი დაუბრუნდა, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა. 32 წლის ნახევარმცველი მინდორზე 65-ე წუთზე გამოჩნდა და მთელი სტადიონი ტაშით შეეგება გმირს.

“ლივერპულმა” პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს “ბარნლის” უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა. მასპინძელთა დაწინაურება 29-ე წუთზე ჯორდან ჰენდერსონმა მოახერხა საჯარიმოს მისადგომებიდან, ხოლო 51-ე წუთზე სტარიჯმა შეხვედრის წერტილი დასვა – 2:0.

ლონდონის “ტოტენჰემმა” შინ “სუონსის” აჯობა დაძაბულ ბრძოლაში, ხოლო “სტოკმა” “ევერტონს” გამოუყვანა წირვა.

ლონდონური მატჩის მე-13 წუთზე "სუონსის" ფორვარდი ბაფეტიმბი გომისი უგონოდ დაეცა მინდორზე, თუმცა საბედნიეროდ მისი გადარჩენა მოხერხდა.

მანჩესტერ სიტი – ლესტერი 2:0 (1:0)


მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, დემიჩელისი, მანგალა, კოლაროვი, სანია, ტურე, ფერნანდო, სილვა (ლამპარდი 79), ნავასი, აგუერო (ჯეკო 85), ბონი (მილნერი 72).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ლესტერი (4-1-4-1): შვარცერი, აპსონი, მორგანი, კონჩესკი (ნუჯენტი 57), სიმპსონი, ჰუტი, ჯეიმსი, კამბიასო, შლუპი, მაჰრეზი (ულოა 77), კრამარიჩი (ვარდი 58).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

გოლები: 1:0 სილვა (45+2), 2:0 მილნერი (88).
გაფრთხილებები: კონჩესკი
მსაჯი: რობერტ მედლი
ბურთის ფლობა: 70%-30%, დარტყმა: 22(9)-6(2), ჯარიმა: 11-3, კუთხური: 10-3, თამაშგარე: 4-3, სეივი: 2-7

ტოტენჰემი – სუონსი 3:2 (1:1)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, დაიერი, უოლკერი, როუზი (დევისი 78), მეისონი, ბენტალები, ჩადლი, ერიკსენი, თაუნსენდი (დემბელე 64), კეინი (სოლდადო 76).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

სუონსი (4-3-3):
ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, ნოუტონი, კი, კორკი, შელვი (მონტერო 73), რუტლიჯი, სიგურდსონი, გომისი (ოლივეირა 12).
მწვრთნელი: გარი მონკი

გოლები: 1:0 ჩადლი (7), 1:1 კი (19), 2:1 მეისონი (51), 3:1 თაუნსენდი (60), 3:2 სიგურდსონი (89).
გაფრთხილებები: დაიერი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 20(7)-10(5), ჯარიმა: 14-7, კუთხური: 6-4, თამაშგარე: 2-6, სეივი: 3-4

ვესტ ჰემი – ჩელსი 0:1 (0:1)

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი, რიდი (კოლინსი 8), ტომკინსი, კრესველი, ჯენკინსონი, კუაიტე (ნენე 87), ნობლი, ნოლანი, დაუნინგი, ვალენსია, სახო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, ზუმა, ფაბრეგასი, ოსკარი (ვილიანი 79), აზარი (რემი 96), რამირესი, კოშტა (დროგბა 93).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები:
აზარი 22.
გაფრთხილებები: კუაიტე, კოლინსი, ნოლანი – ტერი, აზარი, ფაბრეგასი, დროგბა
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 18(5)-12(3), ჯარიმა: 10-10, კუთხური: 5-4, თამაშგარე: 4-1, სეივი: 2-5

ნიუკასლი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:1 (0:0)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-4-2): კრული, კოლოჩინი, უილიამსონი, რ.ტეილორი (გუტიერესი 65), ჯანმაატი, აბედი, სისოკო, ამეობი (გუფრანი 81), ობერტანი, რივიერი (პერესი 59), სისე.
მწვრთნელი: ჯონ კარვერი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ევანსი, სმოლინგი, ვალენსია, როხო (კერიკი 89, ბლინდი, ერერა, ფელაინი (მატა 82), იანგი, დი მარია (იანუზაი 59), რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლი: იანგი 89.
გაფრთხილებები: როხო, ვალენსია
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 32%-68%, დარტყმა: 9(2)-11(5), ჯარიმა: 6-14, კუთხური: 4-1, თამაშგარე: 1-6, სეივი: 4-2

ქპრ – არსენალი 1:2 (0:0)

ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”

ქპრ (4-4-2): გრინი, ონიოჰა (ჰილი 45), კოლკერი, ფურლონგი, იუნი, ჰენრი, სანდრო (კრანჩარი 56), ჰოილეტი (ისლა 73), ფილიპსი, ზამორა, ოსტინი.
მწვრთნელი: კრის რემსი

არსენალი (4-3-3): ოსპინა, პაულისტა (კოშელნი 37), მერტესაკერი, ბელერინი, გიბსი, კოკლენი, კასორლა, როსიცკი (რემსი 87), ოზილი (უელბეკი 94), ჟირუ, სანჩესი
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 ჟირუ (64), 0:2 სანჩესი (69), 1:2 ოსტინი (82).
გაფრთხილებები: ჰენრი – ბელერინი
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 10(3)-20(9), ჯარიმა: 10-8, კუთხური: 1-6, თამაშგარე: 5-2, სეივი: 7-2

ლივერპული – ბარნლი 2:0 (1:0)

ლივერპული, “ენფილდი”

ლივერპული (3-4-2-1): მინოლე, შკრტელი, ჩანი, ლოვრენი, ალენი, ჰენდერსონი, სტერლინგი (ლამბერტი 90), მორენო (ტურე 73), კოუტინიო, ლალანა, სტარიჯი (ჯონსონი 83).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, შაკელი, კინი, მი, ტრაიპერი, კიგტლი (ვოლასი 52), არფილდი, ჯონსი, ბოიდი, ბარნსი (ვოკსი 66), ინგსი (იუტკევიჩი 90).
მწვრთნელი: სეან რიჩი

გოლები: 1:0 ჰენდერსონი (29), 2:0 სტარიჯი (51).
გაფრთხილებები: მი
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 20(8)-9(1), ჯარიმა: 8-14, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-6

სტოკი – ევერტონი 2:0 (1:0)


სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ვოლშაიდი (კამერონი 17), უილსონი, პიტერსი, ბერდსლი, ველანი, ნ’ზონზი, ადამი (არნაუტოვიჩი 74), უოლტერსი, მოზესი, კრაუჩი (დიუფი 64).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ევერტონი (4-3-3): ჰოვარდი, იაგიელკა, სტოუნზი, გარბატი, კოულმენი, ბერი (ოსმანი 60), გიბსონი, მაკკარტი, ნეისმიტი (მირალაში 83), ლენონი (კონე 60), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 1:0 მოზესი (32), 2:0 დიუფი (84).
გაფრთხილებები: ბეგოვიჩი, უოლტერსი – ბერი, ნეისმიტი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 11(3)-10(5), ჯარიმა: 11-14, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 0-1, სეივი: 5-1

0.163284