მადრიდის “რეალის” გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირა გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიშს უკვე შეუდგა.
27 წლის შუახაზელმა ტრავმა 7 თებერვალს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართულ თამაშში მიიღო და ის გუნდს 3 კვირით გამოაკლდა.
ესპანური პრესის ცნობით, ხედირამ ტრავმა სრულად მოირჩინა და ის შაბათს “ბილბაოსთან” სათამაშოდ მზადაა.